Etaloni

ისტორია

შპს „ეტალონი“1990 წელს დაარსდა. კომპანიის 19 წლიანი საქმიანობის ისტორია მოიცავს მრავალფეროვან და მნიშვნელოვან პროექტებს როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს დასავლეთ ნაწილში. 

1992 წელს ეტალონმა გურიის რეგიონში  შექმნა  რეზინის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც დღემდე მის საკუთრებაშია. ქარხანა წლების მანძილზე აწარმოებდა სხვადასხვა სახის რეზინა-ტექნიკურ ნაწარმს, ჰიდროსაიზოლაციო რულონურ საფარს, სახურავის, მილსადენის და ფუნდამენტისთვის.

2008 წელს თბილისში კომპანია „ეტალონმა“ დააფუძნა სარესტორნო კომპლექსი "ბერმუხა ბი-ემ-ჯი", რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს და  წარმატებულ ბიზნესად ითვლება.

ტურისტული ნაკადისა და მოთხოვნის ზრდის შესაბამისად კომპანია აწარმოებს სასტუმროებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობას შავ ზღვაზე და აგრეთვე თბილისის რამდენიმე პრესტიჟულ უბანში.